რიჟვაძის მიერ დაანონსებული ხელოვნური კუნძულის მშენებლობის I ფაზაზე 100 მლნ დოლარი დაიხარჯება

გამოქვეყნდა:

ბათუმში პალმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე, პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განსახორციელებლად, 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ინვესტიციას „ამბასადორი“ განახორციელებს, რომელთანაც აჭარის მთავრობამ და ეკონომიკის სამინისტროს მემორანდუმი უკვე გააფორმა. 

დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს სწორედ ასეთ საუკუნის, ამბიციურ პროექტებს მოკიდონ ხელი და 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღონ საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. 

ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ. ასეთი მშვიდობიანი, სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნესგარემოსა და განჭვრეტადი ბიზნესგეგმების გარანტიას ვიძლევით ჩვენ, - თქვა ნათია თურნავამ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიას გადაეცემა 90 ჰექტარი ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში. მათივე ცნობით, ჩატარდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები. 

პროექტი გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის, ადგილობრივი ახალგაზრდები ამბობენ, რომ აჭარაში არც ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი არ განხორციელებულა - იტბორება ქალაქი, გრძელდება უკანონო მშენებლობები, ხელისუფლება კი დუმს. მათი თქმით, ამ ფონზე კუნძულის მშენებლობის იდეა უბრალოდ მოსახლეობის დაცინვაა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი