
"მიხეილ სააკაშვილთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს", - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საუბრობს.
მე ბატონ ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ. რამდენადაც ვიცი, ის ყოველდღიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. მაგრამ ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ, - ამბობს კალიურანდი.