
მოშეს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ურჩიოს მათ, რომ პირდაპირ იძალადონ ქართველ ხალხზე - ასე აფასებს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნებისა" და ისრაელელი პიარ-ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაპტის თანამშრომლობას
"მოშე როდესაც ჩამოდის, ალბათ, ეკითხება "ქართულ ოცნებას" ამ 9 წლის განმავლობაში თუ გააკეთეთ რაიმე, ისინი პასუხობენ, რომ არაფერი გაუკეთებიათ. მოშეს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ურჩიოს მათ, რომ პირდაპირ იძალადონ ქართველ ხალხზე",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის წევრი.
ფოთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიგი უგულავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ბროლის ნაჭუჭი გაცვდა და გამოჩნდა მათი ღვარძლი, ამიტომ ამაში დამატებით ფულის გადახდა სასაცილოდ მიაჩნია.
"ბროლის ნაჭუჭი, რომელიც 2013 წლიდან ივანიშვილს ჰქონდა, გაცვდა, მოძვრა და მთელი სისავსით დარჩა საზიზღრობა, სიცრუე, ბოღმა, ზიზღი, ღვარძლი და ადამიანების გაშავება. ივანიშვილის არსი არის ეს, ქართული ოცნების არსი არის ეს და ცოტა სასაცილოა, რომ ამაში ფულს იხდიან და ამაში კიდევ მწვრთნელი სჭირდებათ",- თქვა გიგი უგულავამ.
ევროპული საქარველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დემონიზების სტრატეგიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
"მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა ურჩია, პასუხისმგებლობა არის ივანიშვილზე და პოლიტიკურ ფიგურებზე.ისინი ირჩევენ ამას და არა კონსულტანტი. ეს სტრატეგია აქვთ ყველა არჩევნებზე - დემონიზების, უტიფარი პროპაგანდის ნიაღვარის, სიძულვილისა და ცილისწამების, სხვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვს",- ამბობს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა "ქართული ოცნების" სტრატეგიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული სარგებლობისთვიაა განკუთვნილი. კონტრაქტი "ღამის მთავარის" ეთერში გასაჯაროვდა.
ამავე თემაზე: