
ოპოზიციური მედია - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი სამიზნე მოშე კლუგჰაფტის ზიზღის შემცველ სტრატეგიაში.
პოლიტტექნოლოგის მიერ "ქართული ოცნებისთვის" შექმნილ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აუცილებელია ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაცია და მათთვის ძირის გამოთხრა:
"რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მედია აფილირებულია ოპოზიციასთან, კავშირშია სააკაშვილთან, კეზერაშვილთან და მხარს უჭერს "ლგბტ" თემს მათთვის ძირის გამოთხრა იქნება ადვილი.
ქართული მედიასივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმჯობესია ოპოზიციურ არხებზე მომუშავე პოპულარულ ჟურნალისტებს შორის, კონკრეტული სახეების ამორჩევა: ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, გიორგი გაბუნია, დიანა ტრაპაიძე და ა.შ. და მათი დაკავშირება მთავარ საფრთხესთან, სააკაშვილთან ",- ნათქვამია დოკუმენტში.
მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიის მიხედვით, ოპოზიციურ მედიაში დასაქმებული ნებისმიერი ჟურნალისტი, უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.
იხილეთ ასევე: