ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, აუცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს:
საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად. #წარმატებები #საქართველო - წერს ანა ფოტიგა.