მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მაჭავარიანის ქუჩაზე დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების მცირე ნაწილი, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული, ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რაზეც ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად და ყოველ წუთიერად მიმდინარეობს მონიტორინგი", - თქვა კახი კალაძემ

მისივე თქმით, ფერდიდან დიდ მოცულობის მიწა მოიხსნა, შეიქმნა წინაღობები, გაკეთდა ჭაბურღილები და სხვა. კალაძე ამბობს, რომ ადგილზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 18 მარტს, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერი გაჩნდა, ტერიტორია დაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. 29 მარტს, თბილისის მერიამ ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებიდან დაახლოებით 1 თვის თავზე, მერიაში განაცხადეს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ იყო და საავტომობილო გზა გახსნეს

11 სექტემბერს გოდოლაძე წერდა, რომ ფერდის მოჭრისა და მიწის გატანის მიუხედავად, მაჭავარიანის ფერდზე ნაპრალები ისევ გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი