
ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა. გრეგოროვა ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც არჩევნებზე დასაკვირვებლად უკვე ჩამოვიდნენ.
"ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ, შევამოწმოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
რაც შეეხება დიპლომატების მოსმენებს, რაც ცნობილი სუს-ის ჩანაწერებიდან გახდა, ევროპარლამენტარმა აღნიშნა - "ამას რა თქმა უნდა გავლენა ექნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა".
მან იმედი გამოთქვა, რომ მოკვლევა ჩატარდება.