უბნებზე ქაოსის გამო, ბერლინის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს ბერლინში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, მიზეზი საარჩევნო უბნებზე ქაოსი იყო.

გერმანიაში არჩევნები კვირას ჩატარდა, ბერლინში მოქალაქეებს საათობით რიგში დგომა მოუწიათ, რათა ხმა მიეცათ.

მედიის ინფორმაციით, უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა იყო, რის გამოც მოქალაქეების ნაწილმა ხმა იმ დროს მისცა, როცა უბნები წესით დახურული უნდა ყოფილიყო.

პეტრა მიხაელისმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, ბოდიშს იხდის და ბერლინის სენატს სთხოვს, დააკმაყოფილოს მისი განცხადება გადადგომის შესახებ.

ის თავის მოვალეობას 2010 წლიდან ასრულებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი