პატივი ვცეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ - ღარიბაშვილი სუს-ის თანამშრომლებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პატრიოტიზმისა და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ სუს-ს ღირსეული უფროსი ჰყავს და ფარული ჩანაწერების თემაზე გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თანამშრომლები, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ. 

ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას რა იყო აქედან შესაძლოა კანონიერი, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი