ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი...- ნიკა გვარამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია სუს-ში მის დაკითხვათან დაკავშირებით "ფეისბუქზე" წერს:

"კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა.

არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად.

იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არისთქო, მაგრამ იმედი გადამეწურა.

ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით" წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია სუს-ში დღეს იმყოფებოდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი