"ფორმულას" საგანგებო განცხადება | ხელისუფლების შეტევა კრიტიკულ მედიაზე

გამოქვეყნდა:

"ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში," - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზურა გუმბერიძე ტელეკომპანიის მენეჯმენტის საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა და ამას, დღევანდელი ფაქტის გარდა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და TV პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთელის საქმეებიც მოწმობს. 

გუმბარიძე ტელეკომპანიის დაყადაღებას "ფორმულას" ეთერში "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგების გასვლასაც უკავშირებს და აშშ-ს საელჩოს მიმართავს. 

...ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას. და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა რომ ხელისუფლებას დაჩქარებული ტემპით მიეტანა შეტევა ფორმულასა და მის დამფუძნებელზე. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენელთან რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დღეს ან ხვალ, ამ კომპანიაში, ნიშნავს დროებითი მმართველი ან სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის კვლევების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში... მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე, - ამბობს გუმბარიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი