ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადადის, რასაც "ფორმულას" შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთიანი საგანგებო განცხადებით უპასუხა. თქვეს, რომ ისინი არ გაჩუმდებიან, არ გაჩერდებიან და სიმართლეს ბოლომდე დაიცავენ.
"ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ადვოკატის თქმით კი 2017-18 წლებში ორი ინსტანციის სასმართლომ ამ კონკრეტულ საქმესა და ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენი მიიღო.
თუმცა სამწლიანი პაუზის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ, მოკლე ვადებში განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასჯელის სახით 5-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
გელხაურის თქმით, ის აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.
ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით, აუცილებლად მოვითხოვთ ყველა ამ უკანონობის დაფიქსირებას და აუცილებლად შევკრებთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს დავით კეზერაშვილის არა ბრალეულობას, - ამბობს გიორგი გელხაური.
ცნობისთვის, დღეს, 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო, ყოფილი მინისტრისგან დავით კეზერაშილისგან 5 მილიონ ევროს ითოხოვს, რაც საქართველში მისი აქტივების გაყინვის მიზეზი ხდება, პირიველ რიგში, კი ეს სანქცია სწორედ ტელეკომპანია ფორმულას შეეხება.
ასევე იხილეთ: