შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. 

უწყებაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა სავარაუადოდ, განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთდება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ასეთივე პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი