სხვაგვარი მესიჯები რომ გაგვეხმოვანებინა, ღონისძიება ასეთი წარმატებით არ დასრულდებოდა | მდინარაძის არაერთგვაროვანი განცხადებები

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველებმა გათვალეს ძალიან კარგად, ჩვენი მხრიდან სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ღონისძიება ასეთი წარმატებით შეიძლება, არ დასრულებულიყო - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, მას შემდეგ, რაც მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში

მდინარაძე ერთი მხრივ ამბობს, რომ ის პარტიის ოფისიდან გაკეთებულ ბრიფინგებზე პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციას ეყრდნობოდა, მეორე მხრივ კი თავადვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური ლიდერები სპეცოპერაციის საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყვნენ". 

"ჩვენი განცხადებები ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცველები გვაწვდიდნენ. და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსტში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად ნიშნავს, რომ ეს იყო მაღალი კლასის უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია. ჩვენი მხრიდან მათ ეს გათვალეს ძალიან კარგად სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია ღონისძიება ასეთი წარმატებით შეიძლება, არ დასრულებულიყო.

ბუნებრივია, ჩვენც შეიძლებოდა, გვქონოდა გულისწყვეტა, მაგრამ რა დროს ამაზე გულის წყვეტაა. როდესაც მათ ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი და არ გასწიეს მინიმალური რისკი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ეს სცოდნოდათ. როდესაც სპეცოპერაცია იგეგმება, პოლიტიკური ლიდერები ამის საქმის კურსში არც უნდა იყვნენ და არც არიან",- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის, მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩატები გაასაჯაროვა, სადაც მისი მტკიცებით,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმოწერაა ასახული.

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის "ფლანგებს" შორის დაპირისპირებაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი