ის იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში - მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. მისივე თქმით, ვიდეო, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია, სინამდვილეში სასტუმრო "რიქსოსშია" გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე ინფორმაცია სახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს.

"ის იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში, რა სიმბოლურია, ტრუსკავეცი, მისივე ენაზე რომ იმყოფება ის ადმიანი, ის იმყოფებოდა ღამე ვითომ ვიდეოს რომ დებდა ბათუმიდან სასტუმრო "რიქსოსში", ეხლა ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. კიდევ ერთხელ, ამ კაცმა დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ, ამ მოქმედებით, ამ ბინძური ფეიქით, რომელიც დღეს გამოამზეურა ვითომ, დაამთავრა ნაცმოძრაობა საერთოდ, ეს ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა პოლიტიკურად ამორალური ძალა უნდა დასრულებულიყო, წავიდა ვა-ბანკზე, და ამ ვა-ბანკის, რისკის შედეგად მიიღო ის, რომ ნაცმოძრაობა დასრულდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დილიდან ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი