"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ ზუგდიდის ოლქის 90-ე საარჩევნო უბნიდან მათი დამკვირვებელი უკანონოდ გამოაძევეს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დამკვირვებელი მთელ რიგ დარღვევებს აღრიცხავდა.
"შემთხვევის ადგილზე მისული ჩვენი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი ასევე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ისიც გამოაძევეს.
კომისიას მართავს არა თავმჯდომარე, არამედ "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" (არ ვიცი ვინ არიან) წარმომადგენელი", - წერს ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ ამ უბანზე მოსყიდვის მცდელობა იყო.