“ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ სჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მისვლაზე.