მარნეულში, N56 უბანზე, საპირფარეშოში აღმოაჩინეს უბნიდან გატანილი და დახეული ბიულეტენები, სადაც შემოხაზულია 5 ნომერი - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ ისაუბრა. 

კორძაიას თქმით, ბიულეტენის გატანა დანაშაულია და დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვენ.

"გლდანი- ხელოვნურად ბიულეტენების გაფუჭების ფაქტები, რაც შესაძლოა, სადავო გახდეს.

ჩუღურეთი - რეგისტრატორი არ უსვამს ბეჭედს, ან აკლებს ხელმოწერას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ბიულეტენზე.

დიდუბე - N15 საარჩევნო უბანზე არ იქნა დალუქული ყუთი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შედეგები უნდა გაბათილდეს. 

ისანი, ვაკე - გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა მისცა ძირითადი სიით. 

ვაკე - N43 უბანი კომისის წევრი უნდა ყოფილიყო სპეცსიაში, მაგრამ ის გადავიდა გვერდით უბანში და მისცა ხმა. მას შანსი აქვს, მისსავე უბანზეც მისცეს ხმა სპეცსიით

სენაკი - ერთ-ერთ უბანზე მოსყიდვის ფაქტი და ხელნაწერი დოკუმენტები გამოვლინდა. ვინ რა თანხა აიღო. ოპოზიცია მათს გამოკითხვას მოითხოვს. 

ქუთაისი - ერთ-ერთი უბნის ოქმი არჩევნების დასრულებამდეა ხელმოწერილი",- თქვა თამარ კორძაიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი