პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახი კალაძეს თბილისის მერობა მიულოცა. გორბის ეგზიტპოლის თანახმად, რომელიც "იმედის" დაკვეთით ჩატარდა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ 51.3% მიიღო, ნიკა მელიამ კი 34.6%.

განსხვავებულია Ipsos-ის კვლებვის შედეგები, რომლის თანახმადაც თბილისში მეორე ტურები გარდაუვალია. ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.

"დიდი პატივია დღეს მერვედ გამარჯვება. გილოცავთ და ვულოცავ ქართული ოცნების თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს, ვულოცავ ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, სრულიად საქართველოს და ჩვენ ძვირფას მოსახლეობას... მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების სტაბილურობის ხანა" ,-თქვა ირაკლი ღარიბაშილმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი