დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარია.

ხოშტარიამ პირველი განცხადება გააკეთა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა. კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ხმები, უახლესი 2 საათის განმავლობაში წარმომიდგენია, აღელვებული ქართული ოცნების წარმომადგენელები" ამბობს ხოშტარია და მომხრეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება "ოცნების" კვლევის შედეგებს, ხოშტარია ამბობს, რომ "არ არსებობს ქართული ოცნების კვლევა" 

"ერთადერთი სანდო ჩვენ რაც მოვისმენთ ახლა არის იპსოსი. იგივე ინფორმაცია მოდიოდა უბნებიდან მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი. ახლა რეგიონებში და თბილისში უნდა დავიცვათ ხმები" - ამბობს ხოშტარია 

IPSOS-გლობალის ეგზიტპოლი


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი