თბილისში ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად, არ ვთვლი, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, არ თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით უცხოელი დამკვირვებლები შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ.

"ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ის, რაც ხდებოდა დღეს, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ბევრი ამის ამსახველი ფაქტი არსებობს, მათ შორის ძალადობა, დაშინება მოსყიდვა და ასე შემდეგ.

დიდი იმედი მაქვს, უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსული და არა ბელარუსიდან ან უგანდიდან, შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია, დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება.

თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას, თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი გაყალბება იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა და ამას ვხედავდით ყველა", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი