ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "ქართული ოცნების" ოფისში, როგორც თვითონ ამბობს, "კრიტიკულ მომენტში" კახა კალაძისა და მმართველი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა.

როგორც ცერცვაძემ თქვა, საბოლოო შედეგები იმედის მიერ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლთან შედარებით "ცოტათი ნაკლები იქნება".

"მოვედი იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს ამ კრიტიკულ მომენტში, როცა შედეგების დათვლა და გამოქვეყნება იდგება. რეალური შედეგები გორბზე ცოტათი ნაკლები იქნება. Ipsos-ის კვლევებს ცალსახად არ ვენდობი, Gorb-ის კვლევებს ყველაზე მეტად ვენდობი, მაგრამ [საბოლოო შედეგები] იქნება Edison-სა და Gorb-ს შორის",-თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, დედაქალაქში მეორე ტურები იქნება. თბილისში ნიკა მელიამ 40,8 % მიიღო, ხოლო კახი კალაძემ - 40,2 %. 

რაც შეეხება პარტიულ ხმებს, შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 38,6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33 %
  • საქართველოსთვის - 7,6 %

ნახეთ ეგზიტპოლის შედეგები სრულად:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი