"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და სავარაუდოდ, ყველა დიდ ქალაქში მერის არჩევნებზე მეორე ტურები იქნება.
როგორც ბოკერიას ამბობს, ახლა, დათვლის პროცესში ხმების დაცვა მნიშვნელოვანია.
"წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით, ნათელია რომ თბილისში ქართულმა ოცნებამ მწარე მარცხი იწვნია. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებში და საკვანძო რაიონებში მსგავსი ვითარებაა და ყველა შემთხვევაში, რა შედეგიც არის ყველა იმ მოქალაქის ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, მთელი ამ დათვლის პერიოდში, ღამის განმავლობაში ჩვენი აუცილებელი მიზანია ყველა ხმის დაცვა",-თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, დედაქალაქში მეორე ტურები იქნება. თბილისში ნიკა მელიამ - 40,8 % მიიღო, ხოლო კახი კალაძემ - 40,2 %.
რაც შეეხება პარტიულ ხმებს, შედეგები ასე გადანაწილდა:
ნახეთ ეგზიტპოლის შედეგები სრულად: