ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

  • თბილისი - 49.1%
  • აჭარა - 56.4%
  • გურია - 60.2%
  • იმერეთი - 52.8%
  • კახეთი - 53.7%
  • მცხეთა-მთიანეთი - 54.2%
  • რაჭა-ლეჩხუმი - 63.5%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 52.8%
  • სამცხე-ჯავახეთი - 57.3%
  • ქვემო ქართლი - 47%
  • შიდა ქართლი - 51.3%

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი