ჩემს მიერ არანაირი ბრძანება არ გაცემულა - მირანდა მესხი 

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი უარყოფს, რომ გარკვეულ უბნებზე კომისიის წევრებს დაავალა, ოქმებისთვის ხელი არ მოეწერა.

ინფორმაცია ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ გაავრცელა და თქვა, რომ იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, მირანდა მესხის დავალებით კომისიის წევრები ოქმებზე ხელს არ აწერენ. 

ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, სადაც მირანდა მესხს განმარტებები მოსთხოვა, თუმცა მესხი გარკვეული დროის განმავლობაში ოთახიდან არ გამოდიოდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან ინფორმაცია უარყო:

ყველაფერზე დადგება სამართლებრივი რეაგირება, ჩემს მიერ არანაირი ბრძანება არ იყო გაცემული, შესაბამისად ყველა უბანი მოდის ადგილზეა. ეგ იყო დეზინფორმაცია და შეგიძლიათ გარეთ დაელოდოთ. არც ერთ უბანთან არ მქონია კომუნიკაცია, პროცედურულ ტრენინგებს ვატარებდი მე თვითონ და ვუხსნიდი, რომ შემაჯამებელ ოქმს თითოეულმა დამსწრე წევრმა უნდა მოაწეროს ხელი, - თქვა მირანდა მესხმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი