ჩვენი მონაცემებით, დმანისში 800-მდე ბიულეტინია გაბათილებული - თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის თამარ კორძაიას თქმით, დმანისში 10 ოლქიდან 5 ოლქში ოპოზიცია ლიდერობს. როგორც კორძაია ამბობს, "ქართული ოცნების" წევრები ბიულეტინებს რომ არ აბათილებდნნენ ოპოზიციას გაცილებით მაღალი შედეგი ექნებოდათ.

კორძაიას ინფორმაციით, დმანისში, ჯამში 800-მდე ბიულეტენია გაბათილებულია.

დმანისში 20:00 საათის მონაცემებით, 13 167 ამომრჩეველი იყო მოსული. ჩვენი მონაცემებით, ამ წუთისთვის მთლიანად ჯამში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტენი. ბუნებრივი ბათილობის შემთხვევაში, როცა ადამიანებს მოსდით მექანიკური შეცდომა, ეს % არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს, მაგრამ დმანისში გვაქვს შემთხვევა, როცა ეს 6%-ს უტოლდება, - თქვა მან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი