ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წერს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველმა საკუთარი ძალა ანახა და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ რეფერენდუმის მე-2 ტურზე ვკონცენტრირდეთ. 

"უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.

ეხლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე", - წერს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, ის, რომ "დროამ" 2% აიღო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წამომწყება ამომრჩეველმა კარგად მიიღო.

ცნობისთვის, ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 3-ში "ენმ"-ს კანდიდატი ლიდერობს და მეორე ტურია მოსალოდნელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი