"ევროპული საქართველო" არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს მხარს დაუჭერს

გამოქვეყნდა:

პარტია "ევროპული საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა იქნება ხმის მიცემა "ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალი საფრთხეების შემცირებისთვის". 

"არ არის დასამალი, რომ სასურველი იყო არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა მაგრამ ფაქტია, რომ იმ სივრცეში ანუ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულები და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად მთავრობის რეპრესიების წინაშე, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხების საქმეში. ამ საქმეში გადასადგმელი პირველი ნაბიჯი არის მეორე ტურებში მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატების", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მეორე ტურში გადასულ ოპოზიციის კანდიდატებს მხარს დაუჭერს "ლელოც". როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს.

ასევე იხილეთ:

ქალაქები, სადაც ხმების 100% უკვე დათვლილია და მეორე ტური ჩატარდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი