"ბულვარშიც იარა და საერთოდ პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს და ვერ იცნეს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
ეკა ხერხეულიძე ყვება, რომ ავტომობილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იჯდა და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილებოდა, გზაზე, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბების დროს გააჩერეს და სწორედ ამ დროს დააჯარიმეს მძღოლი.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან
ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საღამოს, თბილისში დააკავეს.