მიხეილ სააკაშვილს ციხეში დღეს ადვოკატები შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები პირველად შეხვდებიან. რუსთავის ციხეში ცოტა ხანში დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია შევლენ, მოგვიანებით კი მას ნიკა გვარამია შეხვდება. 

ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს ყველა იმ საკითხზე გაესაუბრებიან, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს.

გასული დღეების განმავლობაში, უფლებადამცველების ყველა მცდელობა, მოენახულებინათ მესამე პრეზიდენტი უშედეგო იყო. უწყების უარი - არასამუშაო დღეებით აიხსნა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან რომ შეფერხება ხელოვნური იყო.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციასაც გეგმავენ.

მესამე პრეზიდენტმა გუშინ ციხიდან წერილი გაავრცელა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი