პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა - დეკანოიძე ღარიბაშვილის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერის შეფასება მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.

"ღარიბაშვილის განცხადება გუშინ:

  • - მიშა პოლიტიკურად აქტიურია და ამიტომ ვიყენებთ მართმსაჯულებას მის წინააღმდეგ;
  • - თუ მიშა და ენმ პოლიტიკურად იაქტიურებს - მუხლებს კიდევ დავუმატებთ.

ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ მართმსაჯულებას. ასე თქვა ზუსტად", - წერს ხატია დეკანოიძე.

წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ - ასე დაიმუქრა გუშინ ღარიბაშვილი "იმედის" ეთერიდან.

გარდა ამისა თქვა, რომ ვინც არ უნდა მოუწოდოთ, მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი