მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, კიდევ ორი პირია დაკავებული

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული .

პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - ამბობს პროკურორი 

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს შსს-მ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იმყოფებოდა. ელგუჯა ცომაიას აღკვეთზე სასამართლო დღეს მსჯელობს. ცომაიას ბრალად მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება და პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი