
"კანონი და სამართლის" ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. მისი თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტებს ეკუთვნით.
ამ თემაზე მან ემიგრანტებთან ერთად ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 3 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსვლელობით რუსთავის ციხესთან მივლენ.
"გამოუშვით, ცუდ ამბავში, ცუდ ავანტიურაში გაგხვევთ თქვენი მონა -მორჩილი ბანდის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი. მე ჭირისუფლურად გეუბნებით გამოუშვით. თქვენ იცით, რომ ჩემი შეჩერება სრულიად შეუძლებელია, როცა საქმე სახელმწიფო ანექსიას ეხება", - მიმართა ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს.
მისი განცხადებით, მურუსიძის მართლმსაჯულების მიერ, პრეზიდენტის გასამართლების სირცხვილს საქართველო ვერ გადაიტანს.