ქუთაისში "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს | აშშ-ის დროშა მოიპარეს, EU-სა და საქართველოს დროშები დააზიანეს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის" წევრის, აკაკი საღინაძის ინფორმაციით, ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს.

მისი თქმით, ოფისიდან აშშ-ის დროშა მოიპარეს, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები კი დააზიანეს.

"არჩევნების შემდეგ დარბეული ქუთაისის "სირცხვილიას" ოფისი. მოპარულია ამერიკის დროშა, მოტეხილი ევროკავშირის დროშა და ჩამოგდებული საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა", - წერს აკაკი საღინაძე. 

 "სირცხვილიას" ჯერ აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი