წულუკიანის და ღარიბაშვილის განცხადებები ადასტურებს, რომ პოლიტიკური პატიმარია - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შევიდა.

მისი შეფასებით, პრემიერის და თეა წულუკიანის განცხადებები პირდაპირ ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, დღევანდელი განცხადებებით პირდაპირ ადასტურებს წულუკიანიც და ღარიბაშვილიც, ჩვენ ეს ძალიან გვაწყობს, პირდაპირ ვეუბნები მათ. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, ნუ შეგეშინდებათ", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ხლა მისი მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ადგილზე აწყობილია სცენა, აქციას კოლონები რეგიონებიდანაც უერთდებიან. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი