სტრატეგიული პარტნიორის უკიდურესად ხისტი განცხადება. შეერთებული შტატების საელჩო თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას კრიტიკულ პოზიციაზეა და აცხადებს რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი შემაშფოთებელია.

დიპლომატიურ წარმომადგენლობა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ადმინისტრაციული რესურსი მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა.

მეგობარი ქვეყნის მძიმე შეფასება ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნება მხოლოდ ეუთო/ოდირის განცხადების იმ ნაწილზე აკეთებს კომენტარს, სადაც არჩევნების ჩატარების ტექნიკური ნაწილი იყო დადებითად შეფასებული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი