პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უყრიან კენჭს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მას  პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

"ბოლო პერიოდში მგონი, არცერთი საკითხი ისე სწრაფად არ განუხილავთ, როგორც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და გასაგებიც არის "ოცნების" ზრახვები. სწრფად დატოვონ ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე, რათა კვლავ ჰქონდეს ბერკეტები "ქართულ ოცნების", რათა მერე ახალ-ახალი საქმეები", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.  

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულ ვალდებულებას გვერდს ვერ აუვლიან და უპირველესად ამ საკითხს განიხილავენ.

"რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ როდესაც მიმართავს დეპუტატი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომ პირველ რიგში სხდომაზე უნდა იყოს მისი საკითხი განხილული", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ 29 ივლისს თავად მიმართა. მელიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტირს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში | რას აპირებენ "ოცნება" და ენმ მეორე ტურამდე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი