მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლომ, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

მამა-შვილს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, დანაშაულის დაფარვას ედავება.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მისი ტრანსპორტირებაც მოხდა.

ადვოკატი დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სრულად პოლიტიკურია, ხოლო ბრალი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს წარუდგინეს, აბსურდული.

"ამ ეტაპზე იყენებენ დუმილის უფლებას, რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების ნაწილს, იმის მოლოდინი სასამართლოსგან ნამდვილად არ გავაქვს, რომ აღკვეთის გარეშე დატოვებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, საქმე არის უშუალოდ პოლიტიკური და პოლიტიკურ მოტივებზეა დაყრდნობილი. 

ის ნორმა, რაც წარდგენილი აქვთ ბრალდების სახით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, საერთოდ არის აბსურდული, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში. 

დანაშაულის დაფარვაში რასაც ესენი გულისმობენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება, დანაშაული რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას? რაში შეუშალეს ამ ადამიანებმა ხელი სახელმწიფოს?- არაფერში აბსოლუტურად", - თქვა ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ.

სასამართლოს ეზოში მყოფი დაკავებული მამა-შვილი წოწორიების ახლობლები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან. მათი თქმით, საქმეს ხელისუფლება ხელოვნურად "კერავს". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი