
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიციას კენჭისყრამდე არ შეიცვლის, პარლამენტი "შესაბამის გადაწყვეტილებას" მიიღებს.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია, უახლოეს სხდომაზე განიხილოს მისი განცხადება და ეს სხდომა გახლავთ დღეს. რა თქმა უნდა, კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება ნაშუადღევს, შესაბამისად, მანამდე ნიკანორ მელიას ან მის პოლიტიკურ გუნდს აქვს საშუალება, კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გაიხმოს ეს განცხადება უკან. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ასეთივე განცხადება გააკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის მოთხოვნას პასუხი გასცეს.
რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ 29 ივლისს თავად მიმართა. მელიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტირს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
იხილეთ ასევე:
ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში | რას აპირებენ "ოცნება" და ენმ მეორე ტურამდე