
ინტერნეტში ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველი კადრები გავრცელდა. კადრები სანზონაში, იმ ბინაშია გადაღებული, სადაც მესამე პრეზიდენტი აიყვანეს.
ვიდეოში ჩანს, რომ დაპატიმრების დროს, მიხეილ სააკაშილი მარტოა და მას სამართალდამცველებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ამავე კადრებიდან "მთავარმა არხმა" დაადგინა, რომ დაკავების ოპერაციაში პოლიციის მაღალჩინოსნები მონაწიელობდნენ.
კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი გლდანი ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მირიან ქავთარაძეა, რომელმაც ხელბორკილები მიხეილ სააკაშვილს პირადად დაადო, მეორე კი ამავე სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გიორგი ბუხრაშვილი.