უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი, მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" წევრი ლიზა იასკო მივიდა. ის დაახლოებით 1 საათია, რუსთავის ციხესთან იმყოფება და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდება.

როგორც იასკოს საზოგადოებრივი მისაღების წარმომადგენლებმა უთხრეს, მიხეილ საკააშვილს აქვს შეხვედრა ციხეში და პროცედურების გამო, მასთან ჯერ ვერ შეუშვებენ. 

ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბოლო ვიდეომიმართვაში რადას დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსჯავრი, რომელიც დაედო მიხეილ სააკაშვილს და საქმეები, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უსამართლოა და ის სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს. 

იასკოს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, მიხეილ სააკაშვილისგან შეიტყოს, რა პირობებში დააკავეს და რა მექანიზმები არსებობს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი