მიხეილ სააკაშვილის დაკავება ევროპული პოლიტიკური ნიადაგისთვის თავსებადი არაა - ანდრიუს კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრეზიდენტის დაკავება ევროპული პოლიტიკური ნიადაგისთვის თავსებადი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "მთავარ არხთან" საუბრობს. 

ის ირაკლი ღარიბაშვილისა და "ოცნების" წარმომადგებლების განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება რეალურ კოლაფსს შექმნის. 

სამწუხაროდ პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არ წავა, მას ახალ ბრალდებებს წაუყენებენ და ციხეში დატოვებენ, ქართული ოცნებისთვის კარგი არ არის, რადგან ეს რეალურ კოლაფსს შექმნის. ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი. ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ საქართველოსა და მმართველი პარტიისაგან ველოდებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე საუბრობენ.

ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელია რომ დემოკრატიის პრინციპები დაცულის იყოს და ევროპული სტანდარტების ტიპის დემოკრატია გქონდეს, და არა ის პოლარიზაცია რომელსაც ახლა საქართელოში ვხედავთ. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ისევ და ისევ არ ასრულებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარ საკთხებს, რაც საქართველოსთან მიმართებით ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს, - ამბობს კუბილიუსი. 

მისივე თქმით, ევროპარამენტარების შეშფოთების მთავარი თემა პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა, რომელსაც ახლა ვხედავთ.

მეორე რაზეც შეშოფთებული ვართ, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაა, რადგან ეუთო-ოდირისა და საქართელოში არსებული ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადებებით ირკევევა რომ სამწუხაროდ საარჩევნო გარემო არ არის ისეთი როგორსაც ჩვენ ევროპული ქვეყნისგან ველოდებით, - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი. 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ევროპარლამენტის წევრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს, რომ დემოკრატიის ნორმალურ გზასა და ევროპულ ტიპის განვითარებას დაუბრუნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი