
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ღარიბაშვილის ღია წერილი "ჭორიკანა, ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას" განცხადებაა, რაზეც სერიოზულ განმარტებას ვერ გააკეთებენ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მესამე პრეზიდენტის პანიკური შიში აქვს.
"რეალური ვითარება არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პანიკური შიში აქვს მიშა სააკაშვილის და ყველანაირად ცდილობს ციხეში, იზოლაციაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შეზღუდოს, რომ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. თუ მაგარი ბიჭები არიან ჩანიშნონ სასამართლო პროცესები", - თქვა ბასილაიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სააკაშვილს ბრალს იმიტომ არ უყენებს, რომ შემდეგ სასამართლო პროცესები ექნებათ ჩასანიშნი, რომელსაც მესამე პრეზიდენტი დაესწრება, რაც ბასილაიას თქმით, "ოცნებას" არ აწყობს.
ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა.
მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ
ამავე თემაზე: