ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს სასამართლოში HRC დააკვირდება

გამოქვეყნდა:

18 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს დააკვირდება - ინფორმაციას ორგანიზაციაში ავრცელებენ.

ელგუჯა ცომაია 4 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ცომაიას ბინაში დააკავეს. ელგუჯა ცომაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე",- წერია განცხადებაში.

სამართალდამცავ ორგანოში ცომაიას ინტერესებს ადვოკატები - ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი დაიცავენ. მათი ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არის ძებნილის შეფარვის მუხლი, შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ცომაიას პატიმრობა უსაფუძვლოა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი