მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან. ისინი ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა.

წოწორიებს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება და ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

მათ ბრალდება ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ და პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ დაკავებულს, ელგუჯა ცომაიას საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.       

ამავე თემაზე:

63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, გაამწესეს გლდანში იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა - ადვოკატი
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი