სამტრედიაში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წევრებსა და "ოცნების" აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას თბილისის მერის მამა, სავარაუდოდ, მანქანიდან აკვირდებოდა. კარლო კალაძეს, სავარაუდოდ, აინტერესებდა, როგორ შეასრულებდნენ დავალებას მიგზავნილები.
ფაქტის გადამოწმება "მთავარმა არხმა" კარლო კალაძესთან სცადა, რომელმაც ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა და მას "ურჩია" საქმე ენახა.
"ვინა ხარ შენ? მიდი საქმე არ გაქვს კაცო, საქმე ნახე მიდი. საქმეს მიხედე კაცო, მეორეჯერ არ დარეკო", - უთხრა კარლო კალაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს
ცნობისთვის, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებმა აქციაზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სამტრედიის საოლქოსთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
დეტალები "მთავარის" 15 საათიან გამოშვებაში