პრემიერმინისტრმა ფაქტიურად შეაჯამა და ის ისტორია ჩამოაყალიბა, რაც ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა საქართველოში - ასე გაიგო გია ვოლსკიმ ღარიბაშვილის დღევანდელი წერილი.
დეპუტატმა გააგრძელა პრემიერის რიტორიკა ნარკოდამოკიდებულებაზე, ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე
განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, თუნდაც სააკაშვილის მხრიდან, არჩევნებთან დაკავშირებით დამოკიდებულება და დესტაბილიზაციის სტრატეგია, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა, არცერთ დამატებით შეკითხვას არ აჩენდა, რომ ეს იყო მთავარი ამოცანა.
ან ეს არის ნარკოდამოკიდებულება, ფსიქოტროპულზე დამოკიდებულება, ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელსაც თავი წარმოუდგენია, რომ მართლაც არის თანატოლი და თავი გაუტოლა ჯორჯ ვაშინგტონს, ეს მე არ მომიგონია, თვითონ თქვა ",- ამბობს გია ვოლსკი.
იხილეთ ასევე: