გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსს და ფოთში, ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა.

"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში", - წერს გიგი უგულავა. 

ცნობისთვის, ფოთში არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი