თიანეთში, სოფელ ჟებოტაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 59 წლის გოჩა ფირცხალავა სახლში მშობლების სანახავად იყო ჩასული, ალკოჰოლური თრობის შემდეგ კი, მასსა და მის მამას შორის კონფლიქტი მოხდა.

სიტყვიერი დაუპირისპირდა, მალევე სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც 81 წლის კაცმა შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამა-შვილს მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია.

"გამოეკიდა, დაულევიათ, არ ვიცი რა დაალევინეს, არ ვიცი ახლა რა გავაკეთო. დანა დაურტყამს მამას შვილისთვის", - ამბობს ნათესავი. 

მომხდარზე შსს-მ 81 წლის კაცი უკვე დააკავა. მას 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი