"ამ დრომდე სასამართლოები სდუმან" - ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

სასამართლოები თუ ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ და ა.შ. მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო ბუნებრივია, სასამართლო პროცესები უნდა ჩაინიშნოს თუნდაც ხვალ - ამბობს მიხეილ სააკშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

ის მესამე პრეზიდენტს დღესაც შეხვდება. როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მხნედაა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ეს სურათი შეიცვლება.

უფლებადამცველი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტს რაც შეიძლება მალე ჩაუნიშნონ სასმართლო პროცესები:

ამ დრომდე სასამართლოები სდუმან და არ გვცემენ პასუხს სასამართლო სხდომების გამართვის მოთხოვნაზე. დღევანდელი დღის წესრიგი ხელისუფლების არის როგორღაც მიხეილ სააკაშვილმა ხმა ვერ მიაწვდინოს საზოგადოებას. ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესები ჩატარდეს, სადაც პირდაპირ წარსდგება მიშა სააკაშვილი და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფება, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო განხილვებს- ამბობს ბასილაია

ბასილაია სასამართლო პროცესის ჩანიშვნის გაჭიანურებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის და ამბობს, რომ ეს ივანიშვილ-ღარიბაშვილის დავალებით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გადაწყვეტილებაა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი